,,მართლმსაჯულების სახლი” ულოცავს ბატონ მინდია უგრეხელიძეს 80 წლის იუბილეს.

,,მართლმსაჯულების სახლი” ულოცავს ბატონ მინდია უგრეხელიძეს 80 წლის იუბილეს.

სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრი ,,მართლმსაჯულების სახლი” ულოცავს ბატონ მინდია უგრეხელიძეს 80 წლის იუბილეს.
ბატონი მინდია ჩემი ლექტორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - იურიდიულ ფაკულტეტზე.
უდიდესი მადლი და დაუვიწყარი ემოცია იყო მისი ყველა ლექცია და საუბარი ჩვენთან.
მე მახსოვს სავსე დიდი აუდიტორია და სუნთქვაშეკრული სტუდენტთა დიდი ნაკადი, რომელიც ელოდა მის შემოსვლას და განუმეორებელ შესავალს …
სისხლის სამართლის და სამართლის ფილოსოფიის ლაბირინთებში ისე დავყავდით ბატონ მინდიას ჯადოსნური ლექსიკონით, რომ გვეგონა საოცრებათა სამყაროში დავაბიჯებდით.
უყვარდა კითხვა გონივრული და გააზრებული, უყვარდა დისკუსია აზრიანი და ღრმა …
მე, საოცრად შემცვალა და ჩამომქნა, როგორც იურისტი ბატონი მინდია უგრეხელიძის ლექციებმა…
შემდეგ იყო ბევრი წლის ინტერვალი, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, საქართველოს სახელით ღირსეულად მოსამართლეობდა.
მე მქონდა პატივი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წევრად ყოფნის დროს, ვყოფილიყავი რამდენიმე წელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. ამ სხდომებზე მოსამართლეებსაც ვიწვევდით სტრასბურგის სასამართლოდან და ყველას ვეკითხებოდი ჩვენი მინდია უგრეხელიძე როგორ ახსოვდათ…
მათი გაბრწყინებული მზერა და ლამაზი სიტყვები უფრო ამაყს მხდიდა.
დიახ, უყვარდათ და პატივს ცემდნენ კოლეგები მინდია უგრეხელიძეს, აღიარებდნენ როგორც დიდ მეცნიერს.
როდესაც სტრასბურგიდან ჩამოვიდა საქართველოში, რთული პერიოდი იყო. ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულების პრობლემა იდგა მწვავედ.
მან მოიფიქრა პროექტი ,,ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას და იყო სახალხო მსაჯულის როლში“ .
მე მაშინვე დავთანხმდი ამ პროექტში ჩართვას და გამოვდიოდი სხდომებზე…
ეს იყო სიმბოლო სამართლიანობისთვის ბრძოლის …
ეს იყო ჩვენი მოქალაქეობრივი და პროფესიული პროტესტი!
მახსოვს, ბატონი მინდიას პირველი საუბარი ლეგიმეტრიის ახალი თეორიის შესახებ.
ლეგიმეტრია - სამართლმზომელობა - ეს მისი ახალი ხედვაა .
სამართლით ყველაფერი იზომება.
ჩვენ ამაზე ბევრს ვსაუბრობდით.
დღეს ბატონი მინდია ყველა პროფესიულ ჯილდოს და რეგალიებს ატარებს.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი დროის იურიდიული პროფესიის ყველაზე მაღალი სიმაღლეები დაიპყრო. შეუდარებელი მეცნიერი და უსაზღვრო ნიჭის იურისტია, საოცარი თვისებების ადამიანი და პიროვნება - ღირსებით სავსე .
ბედნიერი ვარ, რომ იყო ჩემს პროფესიულ გზაზე როგორც კომპასი და გზის მაჩვენებელი!
მეამაყება, რომ ,,მართლმსაჯულების სახლის” მსმენელებს აქვთ ბედნიერება მასთან საუბრის და პროფესიული სიმაღლის მწვერვალზე ყოფნის .
ვულოცავთ 80 წლის იუბილეს და ვუსურვებთ დღეგრძელობას და დიდი ხნის სიცოცხლეს.
ეკა ბესელია
პროფესორი
სამართლის დოქტორი
,,მართლმსაჯულების სახლის “ დამფუძნებელი


blog-image

მემორანდუმი "მართლმსაჯულების სახლსა&...

blog-image

"მართლმსაჯულების სახლი"- ზუგდიდი...

blog-image

"მართლმსაჯულების სახლი" 2 წლისაა...

blog-image

იანვრის თვის ჯგუფებისთვის მსმენელთა რეგი...

blog-image

სამართლებრივი დასკვნების მომზადება...

blog-image

"იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარ-...

blog-image

...

blog-image

აიპ სამართლის განათლების და ექსპერტიზის ...

blog-image

"მართლმსაჯულების სახლის" 2 წლის...